რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მდგომ მატარებელს დრონით დაარტყა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

მსოფლიო ·

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე მდგომ მატარებელს დრონით დაარტყა - დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ოქტომბრის დილას ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომ მატარებელზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. სამგზავრო მატარებელი ზაპოროჟიეს მიმართულებით გასამგზავრებლად ემზადებოდა, როდესაც სადგურს რუსული რეაქტიული დრონი დაესხა თავს.