თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა
პოლიტიკა ·

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საანგარიშო პერიოდში მისი საქმიანობის ძირითად საკითხებს ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.