ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე აღინიშნა
პოლიტიკა ·

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეს აღნიშნავს. ბრიგადის 33 წლის იუბილე ვაზიანში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.