ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა

ეკონომიკა ·

ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა

„თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო და ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა საქართველოში იმართება. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რაც საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს შეგვიძლია გავუზიაროთ. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას აძლიერებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“ შეჯამებისას.