თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა

საზოგადოება ·

თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების მენეჯერს მარიამ ნოვრუზის შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო თბილისის მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. როგორც ვიცე-მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტისა და მასშტაბის კომპანია, როგორიცაა Zaha Hadid Architects, პროექტებს თბილისში ახორციელებდეს.