პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
პოლიტიკა ·

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.