საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა

პოლიტიკა ·

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.