COP17-ზე გარემოსდაცვითი განათლების სფეროში საქართველოს გამოცდილება წარმოადგინეს

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საერთაშორისო პარტნიორებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გარემოსდაცვითი განათლების ინიციატივები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო.