ერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საზოგადოება ·

ერევანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.