პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

სამართალი ·

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ დამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტისას, ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.