Berliner Zeitung: პუტინთან მოლაპარაკებები კალასის გარეშე - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი იმედგაცრუებად იქცა
მსოფლიო ·

გერმანული გამოცემის Berliner Zeitung-ის ინფორმაციით , როცა სამშაბათს ევროპელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრებოდნენ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რამდენად შეუძლია კაია კალასს ევროპისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური როლის შესრულება. რას აკეთებდა კაია კალასი სამშაბათს?