ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ წინა ხელისუფლების პერიოდში ექვს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების თაღლითურად ჩამორთმევაში ადანაშაულებს
პოლიტიკა ·

ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე და მისი უფლებადამცველები ნავთობკომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ექვს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების თაღლითურად ჩამორთმევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, საქმე ეხება 2009-2010 წლებში წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ სქემას, როდესაც, უფლებადამცველების თქმით, იძულებისა და შანტაჟის გზით, მანუჩარ მაჩაიძეს ლილოში მდებარე რკინა-ბეტონის ქარხანა და რკინიგზის ჩიხი ჩამოართვეს. „ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.