ზვიად შალამბერიძე: ნიკა გვარამიას ძალიან მოკლე ტყუილი გამოუვიდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობდა
პოლიტიკა ·

ძალიან საინტერესო პროცესს ვადევნებთ თვალყურს ბოლო დღეების განმავლობაში. ვხედავთ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ გამიჯვნოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა გვარამია ამაყობს, რომ საქმიანობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰყავდა ყველაზე ღირსეული და წარმატებული მთავრობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.