ზვიად შალამბერიძე: ყოველთვის ვიქნებით ღია იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან დასმულ ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ. ჩვენ პასუხს გავცემთ ძალიან მყარი ფაქტებით, რომლებიც ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს

პოლიტიკა ·

ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ საკონსტიტუციო სარჩელის საქართველოს ევროინტეგრაციაზე შესაძლო გავლენაზე ილაპარაკა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ, რაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩეხეთში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა.