ლიეტუვური მედია: ბრიუსელმა უარყო ბალტიისპირეთის ქვეყნების თხოვნა ანტიდრონული თავდაცვის განვითარებისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე და სესხის აღება შესთავაზა
მსოფლიო ·

ევროკომისიამ უპასუხა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის თხოვნას ანტიდრონული თავდაცვის განვითარებისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მათ მიერ მოთხოვნილი მასშტაბის ახალი დაფინანსება არ შესთავაზა. სექტემბრის ბოლოს სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ევროკომისიას წერილით მიმართეს და დრონებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად სასწრაფო ფინანსური მხარდაჭერა ითხოვეს. წელს, უკრაინასა და რუსეთს შორის საჰაერო იერიშების ფონზე, ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შეიჭრა.