საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორ ორბანზე: გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა არ უნდა გახდეს სანუგეშო პრიზი პოლიტიკოსისთვის, რომელმაც არჩევნები წააგო და საკუთარმა ხალხმა უარყო
მსოფლიო ·

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უარყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. „გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა არ უნდა გახდეს სანუგეშო პრიზი პოლიტიკოსისთვის, რომელმაც არჩევნები წააგო და საკუთარმა ხალხმა უარყო“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ. სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა მარინ ლე პენის ვიზიტი ბუდაპეშტში.