ნიუ-იორკში, სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ

მსოფლიო ·

ნიუ-იორკში, სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ

ნიუ-იორკში, ბრუკლინში სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს . ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია ათობით მეხანძრე-მაშველი. აეროვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.