პოლიტიკური თვითგადარჩენის მცდელობა და მორიგი ტყუილი ნიკა გვარამიასგან - გამოგონილი ამბით თავდასხმის სამიზნე ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკა ·

პოლიტიკური თვითგადარჩენის მცდელობა და მორიგი ტყუილი ნიკა გვარამიასგან - გამოგონილი ამბით თავდასხმის სამიზნე ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში ნიკა გვარამიას მცდელობას, საკუთარი პოლიტიკური წარსულისგან გამიჯვნის ფონზე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა ეჭვქვეშ დაეყენებინა, მწვავე შეფასებები მოჰყვა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის დაუსაბუთებელმა განცხადებებმა შენიშვნები ჯერ უშუალოდ სხდომაზე მოსამართლისა და მოსარჩელე მხარისგან დაიმსახურა, მოგვიანებით კი კრიტიკის საგანი მმართველ გუნდში გახდა.