საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი დავის დასრულებამდე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საკითხის სტრასბურგის სასამართლოში განხილვას პროგნოზირებს - თბილისში მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებასა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა ·

საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი დავის დასრულებამდე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საკითხის სტრასბურგის სასამართლოში განხილვას პროგნოზირებს. ალან ბერსემ ეს პოზიცია ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტური ჯგუფის წევრთა მიმართვის საპასუხოდ გამოხატა, რასაც თბილისში მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებისა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებენ.