The Telegraph: ისრაელი არჩევნებში უცხოურ ჩარევას გამოიძიებს

მსოფლიო ·

The Telegraph: ისრაელი არჩევნებში უცხოურ ჩარევას გამოიძიებს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს დავალება, გამოიძიონ საპარლამენტო არჩევნებში უცხოური ჩარევისა და მასშტაბური გაყალბების შესახებ გავრცელებული ბრალდებები, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph -ი. ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ განაცხადა, რომ კატარმა და თურქეთმა ფარული კამპანია დააფინანსეს, რომლის მიზანიც ისრაელელი არაბების პარტიებისთვის ხმების რაოდენობის გაზრდა იყო.