პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებაზე: ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩაუტარდა ვიზუალური შემოწმება შინაარსის გაცნობის გარეშე, რის შემდეგაც ჩანაწერი ადვოკატს გადაეცა. ამდენად, ადვოკატისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.