„ბიოლის“ დამფუძნებელი: წავკისის, კოჯრისა და მიმდებარე ტერიტორიების პატრულირებისთვის გამოიყო ორი საპატრულო მანქანა, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მუდმივად იმუშავებენ. შოკში ვარ! სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთ რეაგირებას ცხოვრებაში პირველად ვხედავ

გულწრფელად გეტყვით, შოკში ვარ! სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთ რეაგირებას ცხოვრებაში პირველად ვხედავ, - წერს სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე სოციალურ ქსელში. „სასწაული ამბავი მინდა გაგიზიაროთ! დღეს ჩემთან გარემოს დაცვის უწყების წარმომადგენელი მოვიდა და მაცნობა: წავკისის, კოჯრისა და მიმდებარე ტერიტორიების პატრულირებისთვის გამოიყო ორი საპატრულო მანქანა, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მუდმივად იმუშავებენ. პატრულები დაიცავენ წესრიგს, აღკვეთენ უკანონო ნადირობას და ნაგვისა თუ ფოთლების დაწვას.