პარიზის პრეფექტურამ ულტრამემარჯვენე მოძრაობის კონფერენცია და დემონსტრაცია აკრძალა
მსოფლიო ·

პარიზის პოლიციის პრეფექტმა და ოდ-დე-სენის დეპარტამენტის პრეფექტმა გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც, უქმე დღეებში დაგეგმილი უკიდურესად მემარჯვენე დაჯგუფება Objectif Remigration -ის („მიზანი - რემიგრაცია“) კონფერენცია და დემონსტრაცია იკრძალება, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde -ი. ულტრამემარჯვენე მოძრაობა, რომელიც მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების კონცეფციას პროპაგანდირებს, შაბათს ქალაქ ლე-პლესი-რობინსონში შეკრების ჩატარებას, კვირას კი პარიზში დემონსტრაციის გამართვას გეგმავდა.