მადიარი: ორბანის გაეროს სათავეში მოსვლა ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა

მსოფლიო ·

მადიარი: ორბანის გაეროს სათავეში მოსვლა ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა თავისი წინამორბედი, ვიქტორ ორბანი გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ღირსეულ კანდიდატად არ მიიჩნია. მადიარი გამოეხმაურა The Wall Street Journal -ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორბანის კანდიდატურას გაეროს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონმა ორბანი წაახალისა, საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა და ეს იდეა თავადვე შესთავაზა.