5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 11:00 საათზე განახლდება
პოლიტიკა ·

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათზე განახლდება. პროცესი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენაც.