„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს და აღიარებს, რომ ოპოზიციას „ქართულმა ოცნებამ“ მოუგო
პოლიტიკა ·

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე მოქმედ ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებს და მათ საქმიანობას იწუნებს. თინა ბოკუჩავა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ახლანდელ ხელმძღვანელებს ღიად უპირისპირდება. ბოკუჩავა აღიარებს, რომ ოპოზიციას „ქართულმა ოცნებამ“ მოუგო.