Reuters: მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა - ზარალი 6,3 მილიარდ დოლარს შეადგენს
მსოფლიო ·

მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, წინასწარი შეფასებით, კომპანიას 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ეს კრიპტოვალუტების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ძარცვად მიიჩნევა. Binance-ის განცხადებით, კომპანიამ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაზარალებული აქტივების გაყინვა შეძლო და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება მოახერხა.