ProPublica: FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა

მსოფლიო ·

ProPublica: FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იკვლევდა შესაძლო კორუფციულ სქემას, რომლის ფარგლებშიც ჰავაის თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანია Navatek-ის ხელმძღვანელი მარტინ კაო, სავარაუდოდ, კონგრესმენებს სახელმწიფო კონტრაქტების მხარდაჭერის სანაცვლოდ საარჩევნო კამპანიებისთვის შემოწირულებებს სთავაზობდა.