რევაზ სოხაძე: ინდექსაცია ფასების ავტომატურ ზრდას არ ნიშნავს, ის ბაზარზე არსებულ ფასებს უნდა ასახავდეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და კონტრაქტების ინდექსაციის მექანიზმზე ისაუბრა.