რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი და დროული დასრულება მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

ეკონომიკა ·

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი და დროული დასრულება მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია

ბოლო დღეების განმავლობაში შემხვდა, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ჩემი ნათქვამის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს მე სადმე ვთქვი, რომ გაჭიანურებული პროექტები გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გვინდა ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როდესაც არჩევანიდგას ხარისხსა და დროს შორის, მხოლოდ იმისთვის, რომ ობიექტი დროულად დასრულებულად ჩაითვალოს, ეს ხარისხის ხარჯზე ვერ მოხდება, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.