რთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდება - გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი

ეკონომიკა ·

რთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდება - გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“. კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია.