რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნა და სექტორის განვითარებისთვის ჯანსაღი, გამჭვირვალე გარემოს უზრუნველყოფა

ეკონომიკა ·

რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნა და სექტორის განვითარებისთვის ჯანსაღი, გამჭვირვალე გარემოს უზრუნველყოფა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორის გაჯანსაღების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.