ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს - გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ცოტნე ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ წერს, მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ „არაკაცური საქციელი ჩაიდინეს“. „გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება“,- წერს ცოტნე ივანიშვილი „ინსტაგრამზე“, რასაც თან მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს ურთავს თან.