ქალაქ ხობში ტრადიციული სახალხო ზეიმი - „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა

რეგიონები ·

ქალაქ ხობში ტრადიციული სახალხო ზეიმი - „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.