არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია

პოლიტიკა ·

არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავი დაანებოს სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. მისი თქმით, ტყუილია და ყველა ზღვარს სცდება სიორიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გაკეთებული განცხადება - თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს.