მერაბ გამყრელიძე იტალიის საელჩოს პოლიციის ატაშეს შეხვდა

საზოგადოება ·

მერაბ გამყრელიძე იტალიის საელჩოს პოლიციის ატაშეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშესთან ანდრეა ჩილენტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.