სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გამოვლენილი დარღვევების გამო, თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

საზოგადოება ·

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გამოვლენილი დარღვევების გამო, თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.N43) არაგეგმურად შეამოწმეს და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარისა და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის შენახვის ფაქტი აღინიშნა.