NBC News: რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმის მისაცემად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა
მსოფლიო ·

რომის პაპმა ლეო XIV-მ, რომელიც ილინოისის შტატში ამომრჩევლად არის რეგისტრირებული, მომავალ კვირას გასამართ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს . ბიულეტენი ვატიკანში, პაპის რეზიდენციაში უნდა გაიგზავნოს. NBC News-ის ინფორმაციით, თუ პაპი ხმას მისცემს, ის აშშ-ის არჩევნებში მონაწილე პირველი რომის პაპი იქნება. რომის პაპმა, რომლის საერო სახელია რობერტ ფრენსის პრევოსტი, საფოსტო ბიულეტენის მოთხოვნა 3 ოქტომბერს გაგზავნა.