„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

პოლიტიკა ·

„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმით, ბრალდება, თითქოს ის რუსეთს აღიზიანებდა და ამის გამო უნდა აიკრძალოს, უმძიმესია. მისივე განმარტებით, გაუმართლებელია მსჯელობა, თითქოს საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კონფლიქტის მხარის პოზიცია უნდა დაიკავოს.