პესკოვი: პუტინი მზადაა დიალოგისთვის, მათ შორის მაკრონთან და მერცთან

მსოფლიო ·

პესკოვი: პუტინი მზადაა დიალოგისთვის, მათ შორის მაკრონთან და მერცთან

რუსეთს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა დიალოგისთვის ყველასთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „ის [პუტინი] ყურმილს აიღებს. ის მზადაა დიალოგისთვის ყველასთან“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რას იზამს პუტინი, თუ კრემლში მაკრონი ან მერცი დარეკავს.