კახა კალაძე: ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება - მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტროტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებით

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება - გაკეთდება არა მხოლოდ სამანქანო გზა, არამედ ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, გამწვანება, განათების ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა.