ირაკლი კობახიძე: ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე
პოლიტიკა ·

ჩვენი სურვილი არის ცხადი - ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-სთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.