არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის რეპლიკა მოჰყვა. გორდულაძემ სამუშიას განცხადებები პოლიტიკურ გამოსვლად შეაფასა და აღნიშნულზე მიუთითა მოსამართლეებს.