Euronews: იტალიაში დღეს საპროტესტო აქციები განახლდება - პროფკავშირები ცხოვრების გაძვირებასა და სამხედრო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ
მსოფლიო ·

იტალიაში პარასკევს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომელთა მასშტაბური გაფიცვა და საპროტესტო აქციები გაიმართება. პროფკავშირები ცხოვრების გაძვირებასა და სამხედრო ხარჯების ზრდას აპროტესტებენ, - იუწყება Euronews-ი. მოსალოდნელია სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხებაც. ქუჩის საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდებიან. საჯარო და კერძო სექტორებში საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს პროფკავშირებმა Cobas-მა, Adl-მა, Clap-მა და Sial-მაც. მათი გაფიცვა სატრანსპორტო სფეროს არ მოიცავს.