ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე - შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
პოლიტიკა ·

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.