ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით არარელევანტურია. კერძოდ, მოსამართლე გამოეხმაურა სამუშიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ „ქართული ოცნების“ ლოგიკას მივყვებით, მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციური გზებით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან კოალიცია იყო.