პრემიერი: ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები, მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად
პოლიტიკა ·

მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.