გიორგი კახიანი: ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ბევრი იყო, რაც აჩენდა კითხვებს, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა

პოლიტიკა ·

გიორგი კახიანი: ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ბევრი იყო, რაც აჩენდა კითხვებს, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა ProPublica-ს სტატიას , სადაც ნათქვამია, რომ FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა. მისი თქმით, ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებითაც ბევრი იყო, რაც აჩენდა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა. „ბატონი ჯო უილსონის მხრიდან კონკრეტული ქმედებები, განცხადებები ბევრი იყო, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას აზიანებდა.