დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: პარტიულ ინტერესებში ჩაკარგული ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს მეხუთე კოლონა

პოლიტიკა ·

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: პარტიულ ინტერესებში ჩაკარგული ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს მეხუთე კოლონა

დიდი ორომტრიალი, ერთმანეთის მხილება და ლუსტრაცია მიდის რადიკალებში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს აკრიტიკებს. „სრულიად განულებული, მხარდაჭერის არმქონე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სწრაფად იცვლის სააკაშვილის დავალებით ხელმძღვანელ პირებს. თანამდებობიდან წასულები თითის გაშვერით ადანაშაულებენ რადიკალური პარტიის მოქმედ პირველ პირებს.