საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა

საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებმა.